"ფეისბუქი" ყოველდღიურად მილიონზე მეტ ყალბ ანგარიშს შლის - ეს განცხადება "ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
ცუკერბერგის თქმით, მისი კომპანია მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
კონფერენციაზე ცუკერბერგმა მონაცემებსა და ინფორმაციაზე მკაცრი კონტროლის დამყარების მიზნით, ევროპული ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალი რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდა.
მარკ ცუკერბერგის თქმით, ამჯერად კორპორაცია გაცილებით უკეთესად არის მომზადებული და არ დაუშვებს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე სახის ჩარევას.