30 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად უგულავას საქმე იქცა, რა ბერკეტები არსებობს 48 მილიონი ლარის ბიუჯეტში დასაბრუნებლად - იონათამიშვილი შოთაძეს

გენერალური პროკურორობის კანდიდატს საკომიტეტო მოსმენაზე შეკითხვები დღეს მმართველი გუნდის დეპუტატებმაც დაუსვეს, თუმცა მანამდე დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ შოთაძის წინააღმდეგ მიმართულ პერფორმანსს გამოეხმაურა.

მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ელემენტარულ ზრდილობასთან მიმართებით, ზნეობასთან მიმართებით. 

რაც შეეხება შეკითხვას: "ბატონო ირაკლი, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში, იყო ძალიან მარტივი ნებისმიერი ბრალდების საქმის შეთხზვა. მეტი კოორდინაცია ხომ არის საჭირო გამოძიების ჭრილში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას შორის," - მიმართა დავით მათიკაშვილმა ირაკლი შოთაძეს.

"მუქარის რიტორიკას, იმ სამართლებრივად დასჯად მოწოდებებს, რომლებიც ჟღერდება სხვადასხვა მიმართულებით, თქვენ რა ხედვით და რა პრინციპით მიუდგებით," - ჰკითხა ირაკლი შოთაძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ.

"ბოლო პერიოდში ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად გიგი უგულავას საქმე იქცა. რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ ამ 48 მილიონი ლარის დაბრუნება მოხდეს ბიუჯეტში და მოხმარდეს კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს," - მიმართა გენერალური პროკურორობის კანდიდატს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. 

მმართველი გუნდის დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი. 

დღის ამბები