საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გამოქვეყნებული წერილის თანახმად, საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩასვლისგან, სადაც მართლამდიდებლურ სამყაროში არსებული პრობლემები უნდა განხილულიყო.
თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მართლამდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მათ შორის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს მსოფლიო პატრიარქიც.
თეოფილე III-ისთვის ილია II-ის მიერ გაგზავნილი წერილი ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.