30 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ირაკლი შოთაძე კომიტეტის სხდომაზე საკუთარ პროგრამას წარადგენს

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკუთარ პროგრამას წარადგენს.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის შერჩევისთვის. ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს გრძელდება გენერალური პროკურორის შერჩევის კონკურსი, დღეს წარვდგები კომიტეტის წინაშე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, იმ ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე. ასევე, ვაპირებ გავცე კომიტეტის ყველა კითხვას პასუხი. კომიტეტის შემდგომ, მზად ვარ, მედიის ნებისმიერ კთხვას გავცე პასუხი," - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენის შემდეგ, პარლამენტმა მის კანდიდატურას კენჭი უნდა უყაროს.

 

დღის ამბები