იაპონიის ქალაქ ოკაიამაში "შიშველი ფესტივალი" გაიმართა. როგორც CNN წერს, ფესტივალი ყოველწლიურია და მასში ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.
"ჰაკადა მაცურიში" მხოლოდ მამაკაცები ერთვებიან. ისინი ერთ-ერთი ტაძრის ირგვლივ მხოლოდ საცვლებით შემოსილნი დარბიან.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ტაძრიდან ნასროლი ჯოხების დაჭერაა, რაც მთელი წლის განმავლობაში იღბლიანობას ნიშნავს.
"შიშველ ფესტივალში" წელს ათი ათასზე მეტმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა.