ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.
ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა "ტვიტერზე" ინგლისურ ენაზე დაწერა.
"ავტორიტარიზმის არჩევით, "ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა, დასავლური გზა. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში, რათა ვემსახურო ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად," - წერს მარგველაშვილი.