30 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი, 25 წლის გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

პეტრიაშვილმა იტალიის დედაქალაქში გადამწყვეტი ორთაბრძოლა პოლონელ რობერტ ბარანთან ჩაატარა და მეტოქე პირველივე პერიოდში მშრალი ანგარიშით 11:0 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა 4 მედლით დაასრულა. პეტრიაშვილის გარდა, მედლები ბექა ლომთაძემ, ავთანდილ კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 95 ქულა მოაგროვა და თურქეთთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილები გაინაწილა.

დღის ამბები