კონგოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც სამშენებლო მასალები გადაჰქონდა, გზაჯვარედინზე რამდენიმე მანქანას შეეჯახა.
ინციდენტს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. შემთხვევის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი. ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია