30 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
საპროცედურო კომიტეტი დღეს ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი დღეს ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს. რის შემდეგაც სესიაზე კანონმდებლებმა მას კენჭი უნდა უყარონ.

"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია კარლო კოპალიანის უფლებამონაცვლის, ვალერი გელაშვილის ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს ჩვენ განციხილავთ კომიტეტზე, თუ რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოქმედ კანონმდებლობას, რის შემდგომაც სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე ეს საკითხი გავა სესიაზე," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირას შეუწყდა. ამის მიზეზი კოპალიანის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად არჩევაა.

დღის ამბები