ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
დამწვარია 900 კვ.მ. ფართობი. ცეცხლი თბილსერვის ჯგუფის საწყობში გაჩნდა. დამწვარია ტექნიკური ინვენტარი.
როგორც მერიის პრესსამსახურმა "რუსთავი 2"-თან საუბარისას განაცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.