ზუგდიდი-თბილისის მატარებელში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს. ხანძრის მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.
"დღეს, 14 თებერვალს, სადგურ აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა.
შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.
"საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, “საქართველოს რკინიგზის” ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ,"- აღნიშნულია განცხადებაში