აბაშაში ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.
ცეცხლის გაჩენის ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გაუმართავი ელექტროობის გამო გაჩნდა.
როგორც "რუსთავი2"-ს ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა ინფორმაცია, რამდენიმე მგზავრს ბარგი დაეწვა.
მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, შედეგად არავინ დაზარალებულა.
ცნობილია, რომ მგაზვრების დანიშნულების ადგილამდე გადაყვანას სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყოფენ.
როგორც "რუსთავი2"-ს რკინიგზის პრესსამსახურში განცუხადეს, ინფორმაციას მომხადრზე, რამდენიმე წუთში გაავრცელებენ.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.