მკვლელობა დმანისში - სოფელ განთიადში დღეს დილით ქალის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ჰყავს თუ არა გამოძიებას ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.