30 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ეს არაა სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ესაა სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის - რეზოლუციის ჩავარდნას  ევროპარლამენტარები ეხმიანებიან

"ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად აღვიქვამთ," - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რეზოლუციის ჩავარდნას "ტვიტერზე" ევროპარლამენტარები ეხმიანებიან.

"ეს არაა სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ესაა სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის" - ასე აფასებს მომხდარს ჩეხი კანონმდებელი მარკეტა გრეგოროვა.

საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ლიეტუველმა დეპუტატმაც. რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, მაგრამ არა სასამართლოების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებას.

რეზოლუციის ჩაგდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უპრეცედენტოა. ევროპარლამენტარები, "ქართული ოცნება" და ოპოზიცია დოკუმენტის საერთო ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

დღის ამბები