30 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი: ახალგორის რეგიონში მოსახლეობის ტყვეობა ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დასრულდეს

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტს ქეთევან ციხელაშვილი ეხმიანება. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მათი განხილვის მთავარი თემა ახალგორის რეგიონში მოსახლეობის ტყვეობა და არსებული ჰუმანიტარული კრიზისია, რომელიც ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დასრულდეს. საუბარი შეეხო იმ მექანიზმებსაც, რომელიც შესაძლოა ამოქმედდეს ჟენევის ფორმატის გამოყენებით. ციხელაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სტუმრების ცხინვალში ჩასვლასაც.

"თანათავმჯდომარეები იცით, რომ წარმოადგენენ ევროკავშირს, ეუთო-ს, გაერო-ს, ეს არ არის ერთი პირის ხმა, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ამ ორგანიზაციის, მთელი თანამეგობრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუღებელია გადაკეტვა გადაადგილების შესაძლებლობის, იზოლაცია მოსახლეობის და ფაქტობრივ ტყვეობაში მოქცევა," - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

დღის ამბები