30 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
1486 გარდაცვლილი და 65 ათასზე მეტი ინფიცირებული -​ ​მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 65 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. 5 ათასამდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაეწერა.

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები​ კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ზომებს მიმართავენ. ვირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად იაპონია 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა 27-დ ქვეყანაში ფიქსირდება.

დღის ამბები