30 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
კრიზისები, კორონავირუსი და გამოწვევები - მიუნხენში უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია დღეს იხსნება​

მიუნხენი უსაფრთხოების კონფერენციისთვის 56-ედ ემზადება. ღონისძიება, რომელიც 500-ზე მეტ მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერს, ექსპერტსა, და აკადემიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს უმასპინძლებს, რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება.

მონაწილეები, 3 დღის განმავლობაში, მიმდინარე კრიზისებსა და უსაფრთხოების სამომავლო გამოწვევებზე იმსჯელებენ. წელს პირველად კონფერენციაში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკარონი და კანადის პრემიერ-მინისტრი მიიღებენ. კორონავირუსის აფეთქების ფონზე კონფერენციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც დაესწრება.

სტუმრებს შორის არის საქართველოს დელეგაციაც პრემიერის ხელმძღვანელობით. ქართული მხარე მონაწილეობას მიიღებს როგორც მრავალმხრივ ასევე ორმხმრივ ფორმატებში დაგეგმილ შეხვედრებში.

დღის ამბები