30 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
გაერომ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა - კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი მხოლოდ რუსეთმა შეიკავა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. საბჭომ დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებული დოკუმენტი 14 ხმით მიიღო, კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი მხოლოდ რუსეთმა შეიკავა.

შეთანხმება ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან რეჟიმსა და ქვეყანაში იარაღის მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებს.

ლიბიაში სამოქალაქო ომი რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ქვეყანა ორ ნაწილად 2011 წელს ქვეყნის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ გაიყო.

აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი მთავრობა მოქმედებს.

დღის ამბები