სირიაში შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება. ასადის მხადამჭერები ამერიკელ სამხედროებს დაესხნენ თავს, საპასუხო ცეცხლს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
მომხდარის შემდეგ ადგილზე გამოცხადდნენ რუსი ჯარისკაცებიც. პენტაგონის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკელი სამხედროები ქალაქ ქამიშლთან ახლოს პატრულირებდნენ.
შტატების არმიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ცეცხლი თავდაცვის მიზნით გახსნეს.