30 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
საქალაქო სასამართლო მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვას იწყებს

დღეიდან თბილისის საქალაქო სასამართლო გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვას იწყებს. დაკავებულს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების მიცემაში ადანაშაულებენ.

მხარეები დღეს მტკიცებულებების დაშვებობის საკითხს განიხილავენ. როგორც ჩანს, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებლობის საკითხი დადგება.

საუბარია სამსახურებრივ გადაცდომაზე - შესაბამისი განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას სახელმწიფო ინსპექტორმა უკვე მიმართა.

15 წლის მოზარდი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით შენობიდან გადავარდა.

დღის ამბები