გიგი უგულავას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლინას ლინკევიჩუსი განცხადებას ტვიტერზე აქვეყნებს.
"სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციის დევნისთვის. ეს დემოკრატიული საზოგადოებების ვალდებულებაა. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტი იქნება," - წერს ლინკევიჩუსი.