ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულებს შორის 4 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავდა 12 ადამიანი.
ქაბულში აფეთქება თავდაცვის სამინისტროსთან მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.