30 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
მმართველი გუნდი პოლიტიკური დიალოგის ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს

პოლიტიკური დიალოგის ჩაშლაში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი ამ ბრალდებას კონტრბრალდებით პასუხობს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას არც ჰქონდა სურვილი, რომ კონსენსუსი შემდგარიყო და რადიკალური განცხადებებისთვის მიზეზს ეძებდნენ.

"ჩვენ ვნახეთ და ალბათ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ ჩიხში შესული. მათ არ ჰქონდათ სურვილი იმისა, რომ შემდგარიყო კონსენსუსი და ეძებდნენ მიზეზს, რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ. ამ საკითხზე როგორც ჩანს წინასწარ ჰქონდათ ეს სცენარიც შემუშავებული, გამოიყენებდნენ იმისთვის, რომ უარი ეთქვათ მოლაპარაკებაზე," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები