თორნიკე შენგელიას მორიგი დიდი აღიარება.
"ბასკონიას" ქართველი კაპიტანი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა "ენდესას" წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გუშინ გვიან ღამით გაიმართა, შენგელიას სპეციალური პრიზი ლიგა "ენდესას" გენერალურმა დირექტორმა გადასცა.