საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა თბილისში რუსოფობული კამპანიის შეწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი - ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ანდრეი რუდენკოს თქმით, ავიამიმოსვლაზე აკრძალვის მოხსნას მოსკოვში იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ საქართველოში ვითარება დასტაბილურდება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება.
რუდენკოს თქმით, 2019 წლის ივლისში შემოტანილი აკრძალვა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლას ეხებოდა, დროებითი და იძულებითი ღონისძიებაა. მისი თქმით, მოსკოვი იძულებული იყო მიეღო გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, 2019 წლის ივნისში, თბილისში ჩატარებული ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ.
რუსეთმა საქართველოსთან ფრენები, 2019 წლის ივლისში დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე აკრძალა.