ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი უკვე 1000 აჭარბებს. ბოლო ერთ დღეში ჰუბეის პროვინციაში 103 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულია 43 ათასზე მეტი მოქალაქე. კორონავირუსის შემთხვევებთან არასათანადოდ გამკლავების გამო ჩინეთის მთავრობამ რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლა.
ქვეყანაში უკვე ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტთა გუნდი. ისინი ვირუსს გამოიკვლევენ და ეცდებიან მასთან ბრძოლის გზები გამონახონ.
კორონავირუსი ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ფიქსირდება.