გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის განაჩენს საერთაშორიო მედიაც ეხმაურება. პუბლიკაციებს "როიტერი", "დოიჩე ველე" და "ნიუ-იორკ თაიმსი" აქვეყნებენ.
მასალებში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
საერთაშორისო მედია ასევე წერს, რომ ოპონენტების აზრით, საქართველოს არაფორმალური მმართველი, მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს.