30 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
გიგი უგულავა შსს-ში მივიდა და სამართალდამცავებს ჩაბარდა

გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა და სამართალდამცავებს ჩაბარდა.

პროცედურის მიხედვით, სამინისტროში დაკავების ოქმს გააცნობენ და ამის შემდეგ, მას სავარაუდოდ, მატროსოვის ციხეში გადაიყვანენ.  

ის უწყებაში შვილთან ერთად მივიდა. ადგილზე თანაპარტიელები დახვდნენ, იქ იმყოფებიან "ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სამინისტროს შენობაში შესვლამდე შვილს და თანაპარტიელებს გამოემშვიდობა და მედიისთვის კომენტარი გააკეთა. 

"ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ და მეორე მთავარი, მარტო ამ შავი ჭირის მოშორება არ არის გამოსავალი. ეს რაც დღეს ვიხილეთ, ეს მართლმსაჯულებასთან საერთოდ კავშირში არ არის. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა ადამიანი, რომელიც უბრალოდ ივანიშვილს არ ემორჩილება. ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვიყოთ მორჩილები და მონები, ადამიანები რომლებიც არ ეკამათებიან მას, ყველაფერს უჯერებენ და ყველანაირ საზიზღრობაზე აწერენ ხელს. სამუშაო ძალიან ბევრია. მარტო ის არა, რომ ივანიშვილს მოვიშორებთ. ივანიშვილს მოვიშორებთ, მაგრამ მერე აღარ უნდა იყოს თადუმაძისნაირი ადამიანები სასამართლოში და არ უნდა იყოს შოთაძისნაირი ხალხი პროკურატურაში და არ უნდა სისტემა, რომელიც ერთ ადამიანს ემსახურება, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება და ფული ანაღვლებს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.  

გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვას ედავებიან.

გიგი უგულავა მანამდე, "ევროპული საქართველოს" პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც მისი თანაპარტიელები და მისი ახლობლები იყვნენ შეკრებილები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები