30 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
3 ადამიანი დაშავდა გურჯაანში მომხდარი ავარიის შედეგად 

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი "ფორდის" და "ოპელის" მარკის მსუბუქი მანქანები შეეჯახა. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ამ წუთებში სამედიცინო კვლევა უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა, წინასწარი ინფორმაციით, სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები