ახალციხეში მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა "იმედში" შეიყვანა.
"ქალბატონს კისრის არეში აქვს ზედაპირული დაზიანებები," - აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.
დაზარალებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
"ახლა ნორმალურადაა, მოტეხილობა ან რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. მოხრჩობის მცდელობა იყო, სისხლჩაქცევები აქვს ყელის არეში. რაც საჭირო იყო გავაკეთეთ, გამოკვლევები აღარ უტარდება, მაგრამ რჩება ჩვენთან," - აღნიშნა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე მამაკაცი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.