დიდთოვლობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ საქართველოს მასშტაბით პრობლემები შექმნა.
პრობლემებია გზებზე, ჩაკეტილია კობი-გუდაურის გზა და მოქალაქეებს ღამის თევა მანქანებში უწევთ და რამდენიმე დღეა გზაზე სატვირთოებს არ ატარებენ.
უკვე მეოთხე დღეა მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან. მათ საკვების მარაგიც გამოელიათ და დახმარებას ითხოვენ.
გზა ამ დროისთვის მხოლოდ ჯვრის უღელტეხილამდეა გაწმენდილი, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მაინც მიმდინარეობს, რათა გზები სრულად გათავისუფლდეს.
დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან აჭარაშიც. სულ 84 ერთეული სპეცტექნიკა არის მობილიზებული, რომელიც გზას ამ დრომდე წმენდს.