მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო. მოსამართლემ გადაწყვეტილება ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო და განაცხადა, რომ ის მის გარეშე ვერ გაგრძელდება. შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.
ავთანდილ წერეთელი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გასული წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას დახმარებაში ედება ბრალი. თავად ბრალდებულები კი აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.