30 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის პოსტს პირველ მარტამდე დატოვებს - ელისო კილაძე

გრიგოლ ვაშაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის პოსტს პირველ მარტამდე დატოვებს - აცხადებს "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი.

ელისო კილაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილთან დაძაბული საუბარი. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დამოუკიდებელი შტაბის ამოქმედებაც. გრიგოლ ვაშაძის პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ და სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზეც უარს ამბობენ.

"ჩემი წყაროს ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. გრიგოლ ვაშაძემ მას უთხრა, რომ იხსნის პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას, მას ასევე არ უნდა, რომ იყოს ამ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და დატოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ფრთა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მეორე ფრთა მიდასტურებს, რომ საკმაოდ მძიმე საუბრები იყო ბოლო დროს და სწორედ ამის შემდეგ მიიღო მიხეილ სააკაშვილმა ის გადაწყვეტილება, როდესაც გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ქმნის მის პირად შტაბს,"- აცხადებს ელისო კილაძე.

დღის ამბები