ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული - რთული მეტეოროლოგიური პირობები საქართველოში დღესაც შენარჩუნდება.
კვლავ ჩაკეტილია კობი-გუდაურის მონაკვეთი. ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კი, ადგილზე არც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.