თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე დღეს საღამოს გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. სავარაუდოდ ცეცხლის გავრცელება ძლიერმა ქარმაც გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლოკალიზების შემდეგ კერების გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ადგილზე ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.