30 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
თამარ გიორგაძის გამოფენა უსახელო გალერეაში 8 თებერვალს გაიხსნება

8 თებერვალს უსახელო გალერეაში თამარ გიორგაძის გამოფენა "ანამნეზი" იხსნება. ვიზუალური არტისტის ეს პროექტი ჩვენი მეხსიერების მივიწყებულ, ტრავმულ მოგონებებს უკავშირდება, რომლის ინსპირაცია საბჭოთა საქართველოს დროინდელი პირადი და სოციალური ცხოვრების ამსახველი საოჯახო ფოტო-ალბომები გახდა.

იმ დროინდელი ფოტოები უნიკალური ხასიათით და შებოჭილი პოზებითმანერულობით, უცნაურ მიქსს ქმნის და კიდევ ერთხელ იმ დროზე დაგვაფიქრებს.

თამარ გიორგაძემ უსახელო გალერეაში საკუთარი ნამუშევრების გარდა, ძველი ოჯახური ფოტო-ალბომიც მიიტანა.

დღის ამბები