ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, შესაბამისი კვლევებით კორონავირუსი არ დაუდგინდათ - ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორიმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ორივე ახალგაზრდა მამაკაცს ჩვეულებრივი, გაცივებითი დაავადება აღენიშნება და არა გრიპის ვირუსი.
მისივე თქმით, თუ ამ პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესდება, ისინი საავადმყოფოს ხვალ დატოვებენ.