30 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ბელორუსის პრეზიდენტი რუსეთში ჩავიდა - ლუკაშენკომ ვიზიტამდე მოსკოვი არაერთხელ გააკრიტიკა

ბელორუსის პრეზიდენტი რუსეთში ჩავიდა. ლუკაშენკო პუტინს სოჭში შეხვდა, ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას მეზობელ ქვეყნებსა და მათ მიერ არჩეულ პოლიტიკაზე ისაუბრეს, თუმცა ლუკაშენკოს ეს ქვეყნები არ დაუსახელებია.

რუსეთში ვიზიტამდე ბელორუსის პრეზიდენტმა მოსკოვი არაერთხელ გააკრიტიკა. ლუკაშენკოს განაწყენება, რუსეთის მხრიდან ბელორუსისთვის ნავთობის მიწოდებაზე პრობლემების შექმნამ გამოიწვია.

თავის მხრივ, მოსკოვმა ეჭვის თვალით შეხედა რამდენიმე დღის წინ მინსკში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, სადაც მაიკ პომპეო ნავთობის საკითხებში მინსკს დახმარებას შეჰპირდა.

ლუკაშენკო სოჭში მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტთან პრობლემური თემების განხილვას აპირებს, მოლაპარაკებები ასევე შეეხება ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო ინტეგრაციასაც.

დღის ამბები