30 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძისგან საყვედური მივიღეთ, რომ პროპორციულობასა და სტაბილურობაზე თანაბრად არ ვსაუბრობთ - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოდირის რეკომენდაციაზე ისაუბრა. 

მდინარაძის განცხადებით, მათ მიერ ოპოზიციისადმი შეთავაზებული მოდელი სრულად ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რაზეც ეუთო/ოდირის დოკუმენტშია საუბარი.

"ორი ინტერესია ამით უზრუნველყოფილი, ერთის მხრივ პროპორციული წარმომადგენლობა პარლამენტში, ზოგადად პროპორციულობის კუთხით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, მეორე მხრივ, სტაბილურობის გარანტია, რომ ქვეყანას ამ მხრივ არ შეექმნას პრობლემები. ნებისმიერ შემთხვევაში საარჩევნო სისტემაში ასეა, რომ ამ მიმართულებით იყოს გარკვეული გარანტიები მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პარტიისგან, რომელმაც მაღალი შეფასება და მხარდაჭერა დაიმსახურა საზოგადოებისგან, რომ მას არ შეექმნას პრობლემა მარტივად ჩამოაყალიბოს მთავრობა.

ამ ორივე ინტერესზე მიუთითა ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში და აქედან გამომდინარე, საყვედურებიც კი მივიღეთ დღეს დიმიტრი ხუნდაძისგან, რომ ჩვენ ორივეზე არ ვსაუბრობთ თანაბრად," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები