30 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
"ამ ცინიკურ ქმედებას ამომრჩეველმა უნდა გასცეს სათანადო პასუხი" - ლევან ბეჟაშვილი შოთაძის კანდიდატურის შესახებ 

საპროკურორო საბჭოს მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დასახელებას, ცინიკურ ქმედებად აფასებს ლევან ბეჟაშვილი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის განცხადებით, ხელისუფლებამ საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა და შოთაძეს მთავარ პროკურორად ამწესებს

ბეჟაშვილის თქმით, ამ ყველაფერს საზოგადოებამ პასუხი არჩევნებზე უნდა გასცეს. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, "ქართულმა ოცნებამ" ყურად არ იყო საზოგადოებრივი აზრი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ყველასთვის ცნობილია, რომ შოთაძეც პირდაპირ ფარცხალაძის ხელდასმულ თანამდებობის პირს წარმოადგენს და ბევრ პოლიტიკურ დაკვეთაში იღებდა მონაწილეობას, როდესაც თანამდებობას იკავებდა, მაინც მოახდინეს მისი მთავარ პროკურორად გამწესება. ბუნებრივია, ამ ცინიკურ ქმედებას ამომრჩეველმა უნდა გასცეს სათანადო პასუხი," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ 11 ხმით ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე აირჩია და კანდიდატურას პარლამენტს გადაუგზავნის.

დღის ამბები