დიდი დიღმის მეორე კვარტალში მოსახლების ნაწილი სპორტული კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები უკანონოდ იჩეხება, მშენებლობა კი ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღს და კორპუსებს დააზიანებს, ასევე დაზიანდება მიწისქვეშა კოლექტორი.
მოსახლეობის მეორე ნაწილი კი სპორტული კომპლექსის მშენებლობის მომხრეა. ტერიტორიაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის, დიღომი-ვაშლიჯვრის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი ტარიელ ტყემალაძე იმყოფებოდა, რომელსაც მოსახლეობა სიტყვიერად დაუპირისპირდა.