30 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
"მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს" - საფრანგეთის ელჩი

მხარეებს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ქვეყანაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესების შეფასებისას განაცხადა. დიეგო კოლასი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი წარმატებით დასრულდება.

"მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. ეს გამოიხატება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგის მხარდაჭერაში, რათა ევროპული სტანდარტების მქონე თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. ოდირის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შემიძლია ზოგადად ვილაპარაკო დიალოგზე და ვთქვა, რომ მიმდინარეობს დიალოგი, რათა პოლიტიკურმა ძალებმა საუკეთესო გამოსავალი იპოვონ," - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

დღის ამბები