მმართველი გუნდი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს ღიად უჭერს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, შოთაძის წარსული საქმიანობა და გამოცდილება მიუთითებს, რომ ის ძლიერი მთავარი პროკურორი იქნება.
"ჩვენ ვაპირებთ მას მხარი დავუჭიროთ. უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ საკითხზე უკვე ვიცი. ჩვენ კარგად ვიცნობთ ირაკლი შოთაძეს, როგორც კარგ პროფესიონალსა და ძალიან კარგ პროკურორს. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა.
ის არ გაუფრთხილდა სკამს. ის გაუფრთხილდა თავის რეპუტაციასა და სახელმწიფო ინტერესებს. მას ღირსების მაღალი შეგრძნება ნამდვილად აქვს. ბატონი ირაკლი შოთაზე იმსახურებს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურის მიერ იქნება წარმოდგენილი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.