ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 638-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 31 ათასზე მეტი ადამიანი.
უკვე დადასტურებულია, რომ ვირუსით ჩინელი ექიმიც დაიღუპა, რომელმაც ახალი ინფექციის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია. პარალელურად, ქვეყანას ტოვებენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები.
შეერთებულმა შტატებმა უხანიდან დამატებით 500-მდე მოქალაქის ორი სამგზავრო თვითმფრინავით ევაკუაცია უზრუნველყო.
ჩინეთიდან დაბრუნებული პირები რამდენიმე დღეს სამხედრო ბაზაზე -კარანტინში გაატარებენ. იაპონიაში საკრუიზო გემზე ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, ტაივანმა თავის პორტებში ყველა საერთაშორისო საკრუიზო გემის შესვლა აკრძალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით 11 თებერვალს დაგეგმილ ფორუმზე იმსჯელებს.