30 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
თურქეთში ზვავის ორჯერ ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ბაჰჩესარაიში ზვავის ორჯერ ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. დაშავებულია 84 ადამიანი. ვანის პროვინციაში სტიქიას მაშველები და სამართალდამცველებიც ემსხვერპლნენ.

ქალაქ ბაჰჩესარაიში მაგისტრალზე პირველად ჩამოწოლილ ზვავში მიკროავტობუსი მოჰყვა და 5 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგაც განმეორდა, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მასში ჩართულია 180 მაშველი და სპეციალური ტექნიკა. თურქეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა ისევ გაიზარდოს.

დღის ამბები