30 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"შერჩევის პროცესი იყო სრულიად გამჭვირვალე" - პროკურორობის კანდიდატები

გენერალური პროკურორობის კანდიდატები, რომლების საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით შეარჩია, პროცესის გამჭვირვალობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ შერჩევის პროცესი დემოკრატიულად ჩატარდა და თითოეული კანდიდატი ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, პროკურატურის განვითარებისთვის ნაბიჯებს გადადგამს.

"შერჩევის პროცესი იყო სრულიად გამჭვირვალე და დემოკრატიული. ის ხედვა, რაც მე ჩამოვაყალიბე იმ ფორმატში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ის ხედვა რაც მე გამაჩნია პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით. მინდა რომ იმ სტრატეგიის ირგვლივ აიგოს გარკვეული დამატებებიც შევიდეს და ა.შ. და პროკურატურა განვითარდეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ აუცილებლად თუ რა თქმა უნდა, მე მომეცემა ამის საშუალება," - განაცხადა პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა.

პროკურორობის კიდევ კანდიდატი ამბობს, რომ შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა.

"სხვა წლებში ჩატარებულ შერჩევის პროცესთან დაკავშირებით წელს გამჭვირვალე იყო. ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატია და შესაძლებელია ირაკლი შოთაძე იყოს წარდგენილი ხვალ ამ არსებული ოთხიდან. მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე სხვა იყოს წარდგენილი. ოთხიდან თითოეულს საშუალება აქვს რომ იყოს წარდგენილი," - ამბობს ერთ-ერთი კანდიდატი. 

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ კანდიდატთა ოთხეული გამოავლინა. მათ შორის არიან ირაკლი შოთაძე, დარიკო თორდია, სოფიკო შენგელია და ვალერიან ვაჭარაძე. 

შემდეგ სხდომაზე კი ასევე ფარული კენჭისყრით ის კანდიდატი გამოვლინდება, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. დღევანდელი ფარული კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა ირაკლი შოთაძემ მიიღო.    

დღის ამბები