30 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია ბაკურიანში ჩავიდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია იმყოფება. 
კომისიის წევრები ქვეყანაში ზამთრის კურორტებზე არსებულ ვითარებას და ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნობიან, რის საფუძველზეც 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად ქვეყნის მზადყოფნას შეაფასებენ.

დღეს კომისია ბაკურიანს ეწვია და ფესტივალის პოტენციური ლოკაციები და საჭირო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. კომისია ბაკურიანში ოლიმპიური სოფლისთვის შესაძლო ვარიანტებს გაეცნო.

საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი გასულ წელს გამოთქვა. ქვეყანას ამ ტიპის და ამ მასშტაბის ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება უკვე აქვს - 2015 წელს თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.

დღის ამბები