2 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა იტალიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად. სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ორი ვაგონი გადატრიალდა.
ორივე გარდაცვლილი მემანქანეა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო მოძრაობა შეწყდა მილანი-ბოლონიის ჩქაროსნულ მაგისტრალზე.