ნავთობის მომპოვებელი კომპანია "ფრონტერას" მოქმედი თანამშრომლები კომპანიისგან კუთვნილი ანაზღაურების მიღებას თითქმის ერთი წელია ითხოვენ.
დღეს აქციის მონაწილეებმა "ფრონტერას" ოფისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიას უკვე 11 თვეა 84 დასაქმებულისთვის კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხდია, ჯამში კომპანიის დავალიანება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.