30 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა ოდირის პრეროგატივა არ არის, ოპოზიცია არაკომპეტენტურია - ირაკლი კობახიძე

ოდირის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის ორმაგი არაკომპეტენტურობა - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა, არ არის ოდირის პრეროგატივა, რაზეც ოპოზიციას "როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა." განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ეუთო-ოდირის დასკვნა შეაფასა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ოდირში ოპოზიციამ გაგზავნა დამახინჯებული "გერმანული მოდელი", რაზეც მათ მიიღეს პასუხი, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა, ოდირის პრეროპგატივა არ არის. 

"ეს არ არის კლასიკური "გერმანული მოდელი", ეს არის დამახინჯებული "გერმანული მოდელი", დამახინჯებული ელემენტებით, რომელიც ოდირში გაიგზავნა. ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისაგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა, არ არის ოდირის პრეროგატივა. ანუ, არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირის მხრიდან. ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით: ერთი, რომ ამტკიცებდნენ არაკონსტიტუციური "გერმანული მოდელი" არის თითქოს, შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და მეორე, მათ ისიც კი არ იციან, თუ ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა. ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინდა. ამით, ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა ოდირში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები